დიმიტრი პესკოვი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე - ყველა მხარემ მაქსიმალური თავშეკავება უნდა გამოიჩინოს

მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ყველა მხარემ მაქსიმალური თავშეკავება უნდა გამოიჩინოს,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ყველა მხარეს, პირველ რიგში კი კონფქლიტის მხარეებს, მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, ასევე მოვუწოდებთ, უარი თქვან საქმის კეთების სამხედრო მეთოდებზე და ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს,“- აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო საუბარს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთანაც გამართავს.

პესკოვმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საომარი მოქმედებების განახლების პირველივე საათებიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მუდმივ კონტაქტზე იმყოფება თავის კოლეგებთან.

იხილეთ ვიდეო: კრემლი მთიან ყარაბაღში კონფქლიტის მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო