პაატა ზაქარეიშვილი - სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო ვერ დაიჭერს ვერც ერთის მხარეს - საქართველო ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად სწორად იქცევა

სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო ვერ დაიჭერს ვერც ერთის მხარეს, - ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კონფლიქტი პირდაპირ საქართველოს ტერიტორიას არ შეეხება.

„სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება თუ უფრო ფართო რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტი ყარაბაღს გარეთ გადავა, საქართველოსთან ახლოს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ შეეხება პირდაპირ საქართველოს ტერიტორიას. საქართველოში დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე, სადღაც კაბინეტებში მიდის მსჯელობა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მიმდინარეობს უშუალოდ უშიშროების საბჭოში, რადგან უშიშროების საჭრო რეალურად არ გვაქვს, არ ფუნქციონირებს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილმა განმარტა, რომ რეგიონში საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ამ დაპირისპირებაში არანაირი ინტერესი არ აქვს.

„საქართველო ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად სწორად იქცევა. ჩვენ ცალსახად და მკაფიოდ ვთქვათ, რომ ჩვენ გვყავს ორი სტრატეგიული მეზობელი თურქეთი და აზერბაიჯანი, მაგრამ ჩვენ ძალიან კეთილმეზობლური დამოკიდებულება გვაქვს სომხეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო ვერ დაიჭერს ვერც ერთის მხარეს. მათაც უნდა ესმოდეს, რომ საქართველო რეგიონში ერთდერთი სახელმწიფოა, რომელსაც ამ დაპირისპირებაში არანაირი ინტერესი არ აქვს, გარდა მშვიდობისა. ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიმეს მხარდასაჭერად მეტად არევს სიტუაციას და მათ ეს მგონი ძალიან კარგად ესმით“, - განაცხადა ზაქარეიშვილი.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ვარაუდით, სომხერ-აზერბაიჯანის დაპირისპირება 4-5 დღე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, მეორე დღეა მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. Reuters-ის ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად ამ დრომდე დაღუპულია 21 და დაშავებულია ასობით ადამიანი. აღსანიშნავია, რომ დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

იხილეთ ვიდეო: პაატა ზაქარეიშვილი - სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო ვერ დაიჭერს ვერც ერთის მხარეს

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!