ნათია თურნავა - საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი იძლევა საშუალებას, საპენსიო აქტივების განთავსება კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს

საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელზეც საერთაშორისოდ აღიარებულმა პროფესიონალმა ექსპერტთა გუნდმა იმუშავა, იძლევა საშუალებას, რომ საპენსიო აქტივების განთავსება უფრო ეფექტური გახდეს და უფრო მეტად ეფექტიანად და უსაფრთხოდ იყოს ინვესტირებული ჩვენი საპენსიო დანაზოგები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის ახალი დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელიც მთავრობამ განახორციელა. საპენსიო სქემაში დღესდღეობით ერთ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს და ყოველთვიურად 12 ათასამდე ახალი ბენეფიციარი ემატება.

„დოკუმენტის მთავარი მიზანია, რომ ის ფინანსური რესურსი, რაც აქვს აკუმულირებული საპენსიო ფონდს ანარიცხების სახით - ჯამში ეს არის 1 მილიარდ ლარამდე რესურსი, განთავსებული იყოს იმდაგვარად, რომ ეს იყოს შედარებით დაბალი რისკის მქონე ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ ამავდროულად მაღალი სარგებლის მომტანი. დღესდღეობით საპენსიო დანაზოგებზე 100 მილიონი ლარია დარიცხული. ჯამში ეს იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ დანაზოგს გაუფასურება არ ეხება. დარიცხული სარგებელი დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება ინფლაციის დონეს და ამავდროულად ეს არის დიდი კონტრიბუცია და დიდი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირებას. მისი მთავარი მიზანია, რომ ნაკლებრისკიანი პორტფელის მეშვეობით მიღებულ იქნას მაღალი ამონაგები. დღევანდელი მონაცემებით, საპენსიო აქტივები იმართება ეფექტურად 11.1 %-ში, რაც უზრუნველყოფს, რომ მონაწილეებმა მიიღონ მაღალი ამონაგები.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს