რელიგიის საკითხთა სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმური თემის, სომხური სამოციქულო და ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიების წარმომადგენლები.

„კომისიამ განიხილა რელიგიურ ორგანიზაციათა მიერ ქონებრივ-ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით შემოტანილი წინადადებები. მართლმადიდებელი ეკლესიის შუამდგომლობით შემოტანილი 26 საკითხიდან 20 დაკმაყოფილდა, ხოლო 6 საკითხი არ დაკმაყოფილდა. მუსლიმური თემის 3 საკითხიდან 2 დადებითად გადაწყდა, 1 უარყოფითად. ევანგელურ პროტესტანტული თემის მიერ შემოტანილი 1 საკითხი დადებითად გადაწყდა, სომხური სამოციქულო ეკლესიის სამივე საკითხი დაკმაყოფილდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს