POWERCHINA/Sinohydro სოციალური აქტივობებით მოწყვლად ჯგუფებს ეხმარება

POWERCHINA/Sinohydro - გლობალური კომპანიაა, რომელიც სოციალური აქტივობებით მოწყვლად ჯგუფებს ეხმარება, - აღნიშნულ ინფორმაციას POWERCHINA/Sinohydro ავრცელებს.

კომპანია POWERCHINA/Sinohydro-ს სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის დახმარებაზეა მიმართული.

"თანამედროვე კომპანიებისთვის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა აუცილებელ მოთხოვნად იქცა. ეს მიმართულება განსაკუთრებით აქტუალურია გლობალური კომპანიებისთვის, რადგან ისინი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოღვაწეობენ და უამრავი სხვადასხვა სახის პრობლემა მათთვის განსაკუთრებით თვალსაჩინოა. სოციალური აქტივობებით გამორჩეულია ერთ-ერთი გლობალური კომპანია POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო). კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის დახმარებაზე. აქტივობა ერთიანი კონცეფციის, საერთაშორისო მოხალისეობრივი ასოციაციის ეგიდით ხორციელდება. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-მ დააორგანიზა ზამბიაში კონფუცის ინსტიტუტსა და ზამბიის უნივერსიტეტის სამედიცინო გუნდთან ერთად ვიზიტი მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში. ბავშვებს სამედიცინო დახმარება მიაწოდეს და ჩინური კულტურის შესახებ ინფორმაციაც მიაწოდეს. კომპანიის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო კოტ-დივუარში ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე დასაქმებულმა გუნდმა აღადგინა გზები და ხიდები და ამით მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა. იმავე რეგიონში, კომპანია რეგულარულად ეხმარებოდა საბავშვო ბაღებს, სკოლებს, დედათა და ბავშვთა ცენტრებს. POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-მ, სხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად, 50 000 აშშ დოლარი შესწირა ინდონეზიის უნივერსიტეტს, ნაადრევად დაბადებული ბავშვებისათვის სპეციალური ინკუბატორის მოსაწყობად. კომპანიის პრიორიტეტია განათლებაც. იგულისხმება, როგორც ადგილობრივი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ასევე - კომპანიის საქმიანობის არეალში განათლების სისტემის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით, POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-მ ზამბიაში გახსნა ტექნიკური ტრენინგის სკოლა, სადაც ადგილობრივი კადრები გადამზადების შემდეგ იღებდნენ შესაბამის სერტიფიკატს, რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა მათ კონკურენტუნარიანობას და დასაქმების შანსებს” ,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო