ბექა ნაცვლიშვილი - ადამიანებს ურეკავენ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ოჯახის წევრებთან დაკავშირებით და ეუბნებიან, რომ გაუფრთხილდნენ სამუშაო ადგილებს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ბექა ნაცვლიშვილი ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ სამუშაო ადგილების დაკარგვითა და ფინანსური პოლიციით ემუქრებიან.

ამასთანავე, ბექა ნაცვლიშვილის გაცხადებით, ადამიანებს სთხოვენ, „ქართული ოცნების“ ნომერი სხვადასხვა სახასიათო ფიგურებით შემოხაზონ, რათა იმის გარჩევა შეძლონ, თუ რომელი კოორდინატორის მობილიზებულია კონკრეტული ამომრჩეველი.

„სამწუხაროდ, ადამიანებს ურეკავენ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ოჯახის წევრებთან დაკავშირებით და ეუბნებიან, რომ ფრთხილად იყვნენ და გაუფრთხილდნენ მათ სამუშაო ადგილებს. რამდენიმე ჩვენი მხარდაჭერის ოჯახის წევრი დაიბარეს ფინანსურ პოლიციაში, ვისაც რამე ბიზნეს საქმიანობა აქვს. ყველაზე პარადოქსული და სასაცილო რაც არის, ავალებენ ადამიანებს, რომ შემოხაზონ კონკრეტულად „ქართული ოცნების“ ნომერი სამკუთხედით, ოთხკუთხედითა და Q ასოთი, რომ შესაბამისად გარკვევადი იყოს, რომელი კოორდინატორის მოტანილია ეს ხმები. ამიტომ სრული კომიკური ვითარებაა ქვეყანაში ამ თვალსაზრისით. როდესაც ვსაუბროდით კანონის გამკაცრებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება თუ სხვანაირი პასუხისმგებლობა, ამას ხომ მნიშვნელობა არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ისევ გაგრძელდება, ადამიანებს მაინც შეეშინდებათ. მე არ ვარ უფლებამოსილი დღეს, ის პირი საჯაროდ დავასახელო, ვინც შემომჩივლა, გამომდინარე იქიდან, რომ მას მართლაც გაუშვებენ სამსახურიდან და მისი სამსახურის შენარჩუნება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება მნიშვნელოვანია. მას მართლა შეუძლია, შეუქმნან რამე პრობლემები, ფინანსურ პოლიციაში და მისთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, როდესაც გვეუბნებიან, რომ დავასახელოთ კონკრეტული სახელი და გვარი, ჰაერიდან მოტანილს ხომ არ ვამბობთ, მე რომ ამას ვიტყუებოდე, ამით პოლიტიკურ ქულებს ვერ ჩავიწერდი. მაგრამ ეს უნდა შეწყდეს და ამ რეზოლუციაზე იყო საუბარი დღეს ბიუროზე. რეზოლუციაში სწორედ ის წერია, რომ საარჩევნო გარემო შევქმნათ უკეთესი, სადაც შინაარსზე, პოლიტიკურ პროგრამებსა და ნაკლებად კინკლაობაზე იქნება ყურადღება გადატანილი და მოისპობა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ადამიანების სამუშაო ადგილითა დ ფინანსური პოლიციით დაშინება“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა