ბექა ნაცვლიშვილი არჩილ თალაკვაძეს - ბოსი ვინ არის თქვენთან, საარჩევნო კამპანია ვის მიყავს?

ბოსი ვინ არის თქვენთან, საარჩევნო კამპანია ვის მიყავს? - თუ მეტყვით, რომ ეს პირი პასუხისმგებლობას აიღებს, მე შემიძლია, ვათქმევინო ამომრჩეველს, ვინ განახორციელა მასზე ზეწოლა და რა ფორმით,- ასე მიმართა ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობა მსგავს დარღვევებზე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, საკმაოდ რთულია ადამიანებმა ამაზე საჯაროდ ისაუბრონ, რადგან შესაძლოა, ისინი გაათავისუფლონ სამსახურებიდან ან მათი ჯანმრთელობაც საფრთხის ქვეშ დადგეს.

"მინდა, რომ რეზოლუციაზეც მკაფიო პოზიცია დავაფიქსიროთ თითოეულმა პოლიტიკურმა ძალამ, რომ მერე აღარ განმეორდეს ჩვენი პოლიტიკური მხარდამჭერების წინააღმდეგ, რაც ხორციელდება, ახლა ნუ მეტყვით დაასახელეთო. ძალიან რთული იქნება დასახელება, რადგან იმ ადამიანების სამუშაო ადგილებს კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ, შეიძლება, მათი ჯანმრთელობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ.

მაგალითად, ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს ერთ-ერთი ჩვენი მხარდამჭერის ოჯახის წევრი, რამდენიმეს დაურეკეს, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობდნენ. ზოგიერთებს დაავალეს, რომ სამკუთხედით შემოხაზეთ, ოთხკუთხედით და Q-თი, რომ გავარჩიოთ თქვენი ხმები იყო თუ არაო. ამის არ განმეორებაზე ვლაპარაკობთ ბატონო არჩილ. ტელევიზიაც თქვენ გაქვთ, ყველაფერი თქვენ გაქვთ და ეს მაინც რაში გჭირდებათ, რომ ამ მეთოდებით შემოხვიდეთ ამ ბრძოლაში. ძალიან რთულია, რომ რომელიმე ადამიანი საჯაროდ გამოვიყვანოთ და ვათქმევინოთ, რომ კონკრეტულმა პირმა მასზე მოახდინა ზეწოლა, ამასაც გავარისკინებთ ამ ადამიანებს, მაგრამ პოლიტიკური ფასი რა იქნება?! - ვინ გადადგება, ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას?! ბოსი ვინ არის თქვენთან, საარჩევნო კამპანია ვის მიყავს? - თუ თქვენ მეტყვით, რომ მაგალითად, ეს პირი პასუხისმგებლობას აიღებს, მე შემიძლია ვათქმევინო ვინ განახორციელა მასზე ზეწოლა და რა ფორმით,“-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საპასუხოდ არჩილ თალაკვაძემ ნაცვლიშვილს მიუთითა, რომ მას კანონი ავალდებულებს მსგავსი ფაქტების შესახებ შესაბამის სტრუქტურებს შეატყობინოს, იმისგან დამოუკიდებლად ვინმე ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს და გადადგება თუ არა.

„აქ თქვენ არჩევანი არ გაქვთ - თუ ის გადადგება, თუ ეს გადადგება. კანონი პირდაპირ გავალდებულებთ, რომ ასეთი კანონდარღვევების შესახებ აცნობოთ შესაბამის ორგანოებს. ამიტომ თუ გაქვთ ასეთი მტკიცებულებები, მიმართეთ, რადგან თუ ასეთი რამ მართლაც ხდება, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით და სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს საკანონმდებლო ცვლილებები, მაშინ ამას შესაძლოა, ჰქონდეს პრევენციული ეფექტი, თუ მართლაც გაქვთ ასეთი ფაქტობრივი მტკიცებულებები,“- განაცხადა თალაკვაძემ.ბოსი ვინ არის თქვენთან, საარჩევნო კამპანიას ვის მიყავს? - თუ თქვენ მეტყვით, რომ მაგალითად, ეს პირი პასუხისმგებლობას აიღებს, მე შემიძლია, ვათქმევინო ამომრჩეველს, ვინ განახორციელა მასზე ზეწოლა და რა ფორმით,- ასე მიმართა ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობა მსგავს დარღვევებზე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, საკმაოდ რთულია ადამიანებმა ამაზე საჯაროდ ისაუბრონ, რადგან შესაძლოა, ისინი გაათავისუფლონ სამსახურებიდან ან მათი ჯანმრთელობაც საფრთხის ქვეშ დადგეს.

"მინდა, რომ რეზოლუციაზეც მკაფიო პოზიცია დავაფიქსიროთ თითოეულმა პოლიტიკურმა ძალამ, რომ მერე აღარ განმეორდეს ჩვენი პოლიტიკური მხარდამჭერების წინააღმდეგ, რაც ხორციელდება, ახლა ნუ მეტყვით დაასახელეთო. ძალიან რთული იქნება დასახელება, რადგან იმ ადამიანების სამუშაო ადგილებს კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ, შეიძლება, მათი ჯანმრთელობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ.

მაგალითად, ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს ერთ-ერთი ჩვენი მხარდამჭერის ოჯახის წევრი, რამდენიმეს დაურეკეს, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობდნენ. ზოგიერთებს დაავალეს, რომ სამკუთხედით შემოხაზეთ, ოთხკუთხედით და Q-თი, რომ გავარჩიოთ თქვენი ხმები იყო თუ არაო. ამის არ განმეორებაზე ვლაპარაკობთ ბატონო არჩილ. ტელევიზიაც თქვენ გაქვთ, ყველაფერი თქვენ გაქვთ და ეს მაინც რაში გჭირდებათ, რომ ამ მეთოდებით შემოხვიდეთ ამ ბრძოლაში. ძალიან რთულია, რომ რომელიმე ადამიანი საჯაროდ გამოვიყვანოთ და ვათქმევინოთ, რომ კონკრეტულმა პირმა მასზე მოახდინა ზეწოლა, ამასაც გავარისკინებთ ამ ადამიანებს, მაგრამ პოლიტიკური ფასი რა იქნება?! - ვინ გადადგება, ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას?! ბოსი ვინ არის თქვენთან, საარჩევნო კამპანია ვის მიყავს? - თუ თქვენ მეტყვით, რომ მაგალითად, ეს პირი პასუხისმგებლობას აიღებს, მე შემიძლია ვათქმევინო ვინ განახორციელა მასზე ზეწოლა და რა ფორმით,“-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საპასუხოდ არჩილ თალაკვაძემ ნაცვლიშვილს მიუთითა, რომ მას კანონი ავალდებულებს მსგავსი ფაქტების შესახებ შესაბამის სტრუქტურებს შეატყობინოს, იმისგან დამოუკიდებლად ვინმე ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს და გადადგება თუ არა.

„აქ თქვენ არჩევანი არ გაქვთ - თუ ის გადადგება, თუ ეს გადადგება. კანონი პირდაპირ გავალდებულებთ, რომ ასეთი კანონდარღვევების შესახებ აცნობოთ შესაბამის ორგანოებს. ამიტომ თუ გაქვთ ასეთი მტკიცებულებები, მიმართეთ, რადგან თუ ასეთი რამ მართლაც ხდება, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით და სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს საკანონმდებლო ცვლილებები, მაშინ ამას შესაძლოა, ჰქონდეს პრევენციული ეფექტი, თუ მართლაც გაქვთ ასეთი ფაქტობრივი მტკიცებულებები,“- განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა