ეკა ბესელია დავით მათიკაშვილს - „ქართუს“ საქმეზე რომ იურისტებს ვეძებდით 2011 წელს, მაშინ „ბუნკერიდან“ იჭყიტებოდი, როგორც ახლა იჭყიტები მაგ ნიღბიდან

ბატონი მათიკაშვილი არ ვიცი რომელ სასამართლოში მეძებდა, მაგრამ „ბუნკერიდან“ ნამდვილად ვერ დამინახავდა. ბანკი„ქართუს“ საქმეზე რომ იურისტებს ვეძებდით 2011 წელს, მაშინ ნამდვილად „ბუნკერიდან“ იჭყიტებოდი, ბატონო დავით, როგორც ახლა იჭყიტები მაგ ნიღბიდან, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს ბიუროს სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა ერთმანეთს წარსული შეახსენეს.

„ის პერიოდი რომ გაიხსენეთ, რაც ახლა, 8 წლის შემდეგ გეამაყებათ, ჰუმანური აქტი რომ მივიღეთ და მართლა გავათავისუფლეთ ბევრი ადამიანი, იმ ამბავთან თქვენ არც ემოციური, არც პოლიტიკური, არც ადამიანური ბმა არ გაქვთ. 2016 წელს შემოვიდა ადამიანი გუნდში. 2011 წელს რომ „ქართულ ოცნებაში“ იურიდიული ჯგუფი მქონდა შექმნილი და ბანკი „ქართუს“ საქმეებს ვიცავდი, დავით მათიკაშვილი საერთოდ არ არსებობდა არენაზე. ნუ გამახსენებინებთ რაღაცეებს. იურისტები რომ არ მყოფნიდა, დავით მათიკაშვილი მისივე ბანკის, სადაც მუშაობდა, დასაცავად არ გამოვიდა. რით იყო დაკავებული, ნუ გამახსენებინებთ! იმ მთავარ იდეასთან რომ არ გაქვთ არანაირი ბმა, ვინც ახლა „ქართულ ოცნებაში“ ხართ, იმიტომ არის ეს წყალგამყოფი გავლებული, სამწუხაროდ!“, - განაცხადა ბესელიამ ბიუროს სხდომაზე.

აღნიშნულს დავით მათიკაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ მას და გურამ მაჭარაშვილს ყველა ინსტანციის სასამართლო მოვლილი აქვთ და ბესელია იქ არ უნახავთ.

„მესმის, რომ ცალკეული ჩვენი კოლეგისთვის მძიმეა ეს პერიოდი, მძიმედ სრულდება მე-9 მოწვევის პარლამენტი, ასევე მძიმე იქნება მათთვის 2020 წლის 31 ოქტომბერი და იქ გაცემს ქართველი ხალხი და ამომრჩეველი პასუხს, ვინ რა გააკეთა. ისე, მე და გურამ მაჭარაშვილს მოვლილი გვაქვს ყველა ინსტანციის სასამართლო და ქალბატონი ეკა ბესელია იქ არ მინახავს. ბანკს და მის თანამშრომლებს ვიცავდით „ნაციონალური“ რეჟიმისგან და აგრესიისგან“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: „ქართუს“ საქმეზე რომ იურისტებს ვეძებდით 2011 წელს, მაშინ „ბუნკერიდან“ იჭყიტებოდი, როგორც ახლა იჭყიტები მაგ ნიღბიდან - ეკა ბესელია დავით მათიკაშვილს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა