მამუკა მდინარაძე - პარტიის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებზე რეაგირიებისგან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს თავი შეიკავონ პროვოკაციებზე რეაგირებისგან. ამის შესახებ მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის ბოლნისში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანი გუნდია და ყველა ტიპის პროვოკაციაზე თავშეკავება მართებს.

„ცალსახად და მკაფიოდ მოვუწოდებთ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, არამედ რიგით მხარდამჭერებსაც და ნებისმიერ მოქალაქეს, რომ არ დავუტოვოთ არანაირი სივრცე პროვოკაციებისთვის და მაქსიმალური მოთმინებით მივუდგეთ მათ ქმედებებს, რათა წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში წარიმართოს და არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩავატაროთ. გვესმის, რომ არის ძალიან რთული მოითმინო „ნაცმოძრაობისა“ და მათი მოძალადე აქტივისტების ქმედებები, მსგავსი მასშტაბური პროვოკაციებისა და ძალადობის მცდელობები, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი და ყველა ტიპის პროვოკაციაზე გვმართებს მაქსიმალური თავშეკავება. ყველამ კარგად იცის, რომ „ნაცმოძრაობას“ არც პანდემიური და ეპიდემიოლოგიური ვითარება აინტერესებს ქვეყანაში და მათთვის არც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას აქვს ფასი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათ საარჩევნო პროცესებისა და ქვეყნის დაზიანების საშუალება არ მივცეთ. ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და ვთხოვთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებზე რეაგირიებისგან, ხოლო სამართალდამცავი ორგანოებისგან ველით, რომ თითოეული ფაქტი იქნება გულდასმით შესწავლილი და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას ექნება მყისიერი რეაგირება. „ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდი არის მყარად დარწმუნებული გამარჯვებაში და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით, მოქალაქეების პასუხისმგებლიანი ქმედებებით ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი სამართლიანი, გამართული, გამჭვირვალე და მაღალი დემოკრატიული სტანდარტის არჩევნების მომსწრე და ავტორი უნდა გახდეს. გავიმარჯვებთ დამაჯერებლად, ეს პროვოკაციები ვერაფერს დაგვაკლებს.

ერთი თხოვნა ყველა მოქალაქესთან და ყველა მხარდამჭერთან - არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციებს. ერთადერთი გზა, რაც „ნაცმოძრაობას“ და ცნობილ კლასტერს აქვს დარჩენილი, არის პროვოკაციების გზა, ტელევიზიების საშუალებით სიკვდილის პროპაგანდის გზა, სიცრუის გზა და ძალადობისა, სადაც პროვოკაცია არის მათი ერთადერთი გამოსავალი“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. როგორ შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს