ანრი ოხანაშვილი - ქვა, ნამგალი და ურო „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშნებია - ქვები მოიკითხონ მათკენ

ქვა, ნამგალი და ურო არის „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშნები, ასე რომ, ქვები მოიკითხონ მათკენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პოლიტიკური პარტის წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება აქამდეც აკეთებდა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციასთან დაკავშირებული კრიმინალური ჯგუფები ვითარების ესკალაციას შეეცდებოდნენ. ოხანაშვილის განმარტებით, მმართველი გუნდის ინტერესებშია, რომ არჩევნებმა დემოკრატიულ გარემოში ჩაიაროს.

„ოპოზიციის სურვილი და ეს უკვე რეალურ კონკრეტულ ქმედებებში გამოხატული ძალადობრივი ქმედებები, ჩვენთვის არახალია და შესაბამისად ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური მთელი რიგი კრიმინალური ჯგუფები შეეცდებიან სიტუაციის დაძაბვას, ესკალაციას და მიმართავენ ძალადობრივ მეთოდებს. კონკრეტულად, რა მოხდა, ეს უნდა გაარკვიონ შესაბამისმა უწყებებმა, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ქვებით „ქართულ ოცნებას“ როგორ გაუსწორდნენ 2012 წელს. ქვა, ნამგალი და ურო ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშნები, ასე რომ, ქვები მოიკითხონ მათკენ. მათთან არის ასოცირებული და დაკავშირებული. გახსოვთ კარალეთში, რა იკადრეს და რა გააკეთეს, როდესაც კახა კალაძეს და იქ მყოფ პარტიის წევრებსა და ყველა შეკრებილ ადამიანს ქვებით გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამიტომ, ეს ხელწერა მათი ხელწერაა. თუკი ვინმეს სურს ქვეყანაში მშვიდობიანად, სტაბიურად, დემოკრატიულად წარიმართოს ეს პროცესები, არის, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ გუნდი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველ პარტიას აქვს 60%-იანი მხარდაჭერა, ამიტომ მის ინტერესებში არანაირად არ შედის დაძაბულობი შექმნა.

„ჩვენ ვმართეთ ძალიან კრიზისული სიტუაცია ჩვენი საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ, ეს აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის 60%-ის ფარგლებში. სწორედ „ქართული ოცნების“ არანაირ ინტერესში არ და ვერ შევა რაიმე ფორმით დაძაბულობის შექმნა. სწორედ, „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო ამ ცვლილების განხორციელება, უზრუნველყო საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელება და სწორედ ჩვენ უზრუნველვყავით, რომ სამართლის კანონმდებლობა გავამკაცრეთ. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ „ქართულ ოცნებას“ დააბრალო ის, რასაც შენ აკეთებ, თუმცა მათი ხელწერა ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. რაც მთავარია, ჩვენ არ მივცემთ, რა თქმა უნდა, არც ერთ ძალას, კრიმინალურ დაჯგუფებებს განსაკუთრებით, იმის უფლებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სტაბილურობა, არჩევნების დემოკრატიული წესით ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო