სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის "არმიამ“  აზერბაიჯანის 10 ტანკი გაანადგურა

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს აზერბაიჯანის არმიის სატანკო შეტევა დაპირისპირების ხაზის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, განადგურებულია 10 ტანკი. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი შუშან სტეპანიანი იუწყება.

„მოწინააღმდეგემ გამოიყენა სატანკო შეტევა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ წარმატებით მოიგერია შეტევა და გაანადგურა 10 ერთეული აზერბაიჯანული ტექნიკა. ბრძოლები გრძელდება“ , - წერს სტეპანიანი „ფეისბუკის“ გვერდზე.

მისივე თქმით, ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის „არმია“ აკონტროლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა