მამუკა მდინარაძე - სამწუხაროა, რომ არასამთავრობოები ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მსუბუქ კრიტიკას არქმევენ თავდასხმას და რეალურ თავდასხმებზე გაჩუმებულები არიან

ძალიან სამწუხაროა, რომ ობიექტური არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მსუბუქ კრიტიკას არქმევენ თავდასხმას და რეალურ თავდასხმებზე თითქმის ყოველთვის გაჩუმებულები არიან, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას ეხებოდა, ომბუდსმენის მიმართ „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი კობახიძის შეფასებასთან დაკავშირებით.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, როცა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრს დააბრალებენ უამრავ რამეს, ეს თავდასხმა არ ყოფილა და თუ ერთი პოლიტიკოსი გააკრიტიკებს სახალხო დამცველს, ეს ყოფილა კრიტიკა.

„როცა მაჟორიტარი, თუ ის არ არის „ქართული ოცნებიდან“ ამბობს, რომ თქვენი ტელევიაზია უნდა დაიხუროს და არჩევნების შემდეგ დაიხურება, ამ შემთხვევაში ის არ არის თავდასხმა და რეაგირება არ არის, მაგრამ თუ სახალხო დამცველს „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერი გააკრიტიკებს და იმის გამო, რომ ეს ადამიანი მეტწილად ანონიმურ წყაროებს მოიშვლიებს ხოლმე, ეს არის თავდასხმა. შემიძლია დაგიდასტუროთ ჩემი და ჩემი გუნდის თითოეული წევრის პატივისცემა როგორც ინსტიტუტის სახალხო დამცველის, ასევე ნინო ლომჯარიას მიმართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია „ოპოზიციის ომბუდსმენია“. კობახიძემ სახალხო დამცველის განცხადებას „უპასუხისმგებლო“ და „სამარცხვინო“ უწოდა. აღნიშნულს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით შანტაჟის თაობაზე ოპოზიციის აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციიასთან დაკვშირებით ნინო ლომჯარიას გამოხმაურება უძღოდა.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებით შანტაჟს. მისივე თქმით, აღნიშნული პირები არ გამოთქვამენ მზაობას თემაზე საჯაროდ ისაუბრონ. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი ამბობს, ის მზადაა ითანამშრომლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უზრუნველყოს ფაქტების გამოძიების ეფექტურობა და კონფიდენციალურობა.

დღეს კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს და შეშფოთება გამოვთქვეს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიმართ განხორციელებული მორიგი თავდასხმის გამო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა