ლევან ვერძეული - კანონით განსაზღვრულია, რომ ნაკლებ რისკიან პორტფელში ინვესტირება, კანონის მიღებიდან ხუთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი

"საპენსიო სააგენტოს" უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილის, ლევან ვერძეულის განცხადებით, ისინი დარჩებიან იმ საინვესტიციო მანდატის და საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში, რასაც დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს. ამასთან, კანონით განსაზღვრულია, რომ ნაკლებრისკიან პორტფელში ინვესტირება, კანონის მიღებიდან ხუთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

„დღეიდან დაახლოებით სამი წლის მანძილზე ჩვენ დავრჩებით ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში. მომავალში კი თანდათან გადავალთ საშუალო და მაღალ რისკიან პორტფელებში. საშუალო და მაღალი რისკი არ ნიშნავს, იმას რომ ავიღებთ იმაზე მაღალ რისკს, ვიდრე ამის სურვილი ორგანიზაციას გააჩნია“, - აცხადებს ლევან ვერძეული.

მისი ინფორმაციით, რისკების სამართავად საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებთან ერთად შემუაშვებულია რისკის მართვის 3 ხაზი. საინვესტიციო სამსახური თავად არის პასუხისმგებელი რისკების მართავზე. რისკების ეფექტიანი მართვისთვის, სააგენტოში ასე ფუნქციონირებს დამოუკიდებელი სამსახური. საუბარია მთავარი რისკის ოფიცერზე, რომელიც დამოუკიდებლად აფასებს საინვესტიციო საქმიანობას. თუ ეს ოფიცერი რაიმე სახის პოტენციურ რისკს დაინახავს, ის დამოუკიდებლად, საინვესტიციო სამსახურის გარეშე აცნობებს საბჭოებს.

„გვყავს ასევე გვყავს შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც ჯამში ორგანიზაციის გამართულობას უზრუნველყოფს და დამოუკიდებელ რწმუნებას აძლევს ორგანიზაციას. ამავდორულად, აღსანიშნავია, რომ გარე საპენსიო სააგენტოს წევრებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რისკის მართვაში. პირველ რიგში ეს არის სპეცდეპოზიტარი, რომელიც გარედან უყურებს ამ ყველაფერს და საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც დამოუკიდებელია თავისი მანდატით და არის საპენსიო საქმიანობის მარეგულირებელი“,-აცხადებს ლევან ვერძეული.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. საინვესტიციო პოლიტიკა განსაზღვრავს საპენსიო აქტივების ინვესტირების გრძელვადიან სტრატეგიას. დოკუმენტი შეიმუშავა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ, ხოლო დოკუმენტის შესაბამისობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან დაადასტურა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

აღნიშნულ ინფორმაციას "საპენსიო სააგენტო" ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს