თბილისში, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 30 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქში, 30 სექტემბერს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს დენის მიწოდება დროებით შეიზღუდება შემდეგ რაიონებში:

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის დასახლების, შოთა ნიშნიანიძის, სანაპიროს, გორგასალის, დიმიტრი გულიას, დიდი ხეივნის II ქუჩის, დიდი ხეივნის, ორთაჭალის, ხეივნის, ვლადიმერ წითლანაძის, შავიშვილის, გულუას, უსახელოურის და ახალი რეხის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანას მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კონსტანტინე კაპანელის, ინტენსიფიკაციის, უჩა ჯაფარიძის, ტოგო გუდავას, ხომლის, ანდრო ჭილაიას და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მგალობლიშვილის, ზოვრეთის, კონსტანტინე კაპანელის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი ბაქრაძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, ჭოველიძის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!