ანრი ოხანაშვილი - "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიაში გადავგზავნეთ, იმედი გვაქვს, განხილვამდე მათი პოზიციები გვექნება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესებს აზუსტებს, ვენეციის კომისიას გაეგზავნა.

როგორც ოხანაშვილი ჟურნალისტებთან განმარტავს, პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პოზიცია სავარაუდოდ, დოკუმენტის პლენარულ სესიაზე მესამე მოსმენით განხილვამდე გახდება ცნობილი.

მისი თქმით, თუ საჭირო გახდება, რაიმე საკითხის დამატებით დაზუსტება, მესამე მოსმენის ფარგლებში გაითვალისწინებენ.

"ეს წესები ზუსტდება სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ამ კვირაში უკვე განიხილება მესამე მოსმენით ეს საკითხი, ასევე, ცნობილია ისიც, რომ ეს პროექტი პასუხობს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ვენეციის კომისიის ყველა იმ ძირითად რეკომენდაციას, რაც იყო გაჟღერებული ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გადავაგზავნეთ ასევე პროექტი ყოველი შემთხვევისთვის ვენეციის კომისიაში, რომ ჩვენ გვქონდეს ვენეციის კომისიის პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ პლენარულ სხდომაზე განხილვამდე ჩვენ გვექნება, მაგალითად, დღეს ან ხვალ დილით ვენეციის კომისიის პოზიციები, რომ თუკი რაიმე საკითხი კიდევ საჭიროებს დაზუსტებას და განხილვას, მესამე მოსმენის ფარგლებში ჩვენ ეს გავითვალისწინოთ და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ. პროექტი არის დახვეწილი, დაზუსტებული, შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ კანდიდატების მხრიდან ვისაც სურს, რომ არჩეულ იქნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, მათ მიეცეთ უფლება გაასაჩივრონ შესაბამისი გადაწყვეტილება, ის რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასაბუთოს კონკრეტული გადაწყვეტილება და კენჭისყრა იყოს არა იმ ფორმით ჩატარებული, როგორც დღეს არსებული რეგულაციით არის - სრულად ფარული, არამედ იყოს უფრო მეტად გახსნილი. ეს საკითხიც ვენეციის კომისიის მხრიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა შეფასების საგანი გამხდარა, ვერავინ იტყვის იმას, რომ ფარულობა არღვევს რაიმე პრინციპს ან კონსტიტუციურობის პრინციპს, აქ საუბარია იმაზე, რომ თუ არის რესურსი კიდევ უფრო შევჯერდეთ და დავაახლოვოთ პოზიციები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გავითვალისწინოთ, სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებას და მთელი რიგი საკითხების დაზუსტებას ემსახურება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. მესამე მოსმენით კი პროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები შეიძლება შევიდეს.

ორი მოსმენით მხარდაჭერილი ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების ახალი სტანდარტები დგინდება. იცვლება კენჭისყრის ფარულობასთან დაკავშირებული საკითხიც. კერძოდ, კენჭისყრა ღია იქნება იუსტიციის საბჭოს ყველა წევრისთვის, ასევე აპლიკანტისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ის მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსახმართლეების შერჩევის წესებს აზუსტებს, ვენეციის კომისიას გაეგზავნა.

როგორც ოხანაშვილი ჟურნალისტებთან განმარტავს, პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პოზიცია სავარაუდოდ, დოკუმენტის პლენარულ სესიაზე მესამე მოსმენით განხილვამდე გახდება ცნობილი.

მისი თქმით, თუ საჭირო გახდება, რაიმე საკითხის დამატებით დაზუსტება, მესამე მოსმენის ფარგლებში გაითვალისწინებენ.

"ეს წესები ზუსტდება სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ამ კვირაში უკვე განიხილება მესამე მოსმენით ეს საკითხი, ასევე, ცნობილია ისიც, რომ ეს პროექტი პასუხობს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ვენეციის კომისიის ყველა იმ ძირითად რეკომენდაციას, რაც იყო გაჟღერებული ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გადავაგზავნეთ ასევე პროექტი ყოველი შემთხვევისთვის ვენეციის კომისიაში, რომ ჩვენ გვქონდეს ვენეციის კომისიის პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმედი გვაქვს რომ პლენარულ სხდომაზე განხილვამდე ჩვენ გვექნება, მაგალითად, დღეს ან ხვალ დილით ვენეციის კომისიის პოზიციები, რომ თუკი რაიმე საკითხი კიდევ საჭიროებს დაზუსტებას და განხილვას, მესამე მოსმენის ფარგლებში ჩვენ ეს გავითვალისწინოთ და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ. პროექტი არის დახვეწილი, დაზუსტებული, შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ კანდიდატების მხრიდან ვისაც სურს, რომ არჩეულ იქნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, მათ მიეცეთ უფლება გაასაჩივრონ შესაბამისი გადაწყვეტილება, ის რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასაბუთოს კონკრეტული გადაწყვეტილება და კენჭისყრა იყოს არა იმ ფორმით ჩატარებული, როგორც დღეს არსებული რეგულაციით არის - სრულად ფარული, არამედ იყოს უფრო მეტად გახსნილი. ეს საკითხიც ვენეციის კომისიის მხრიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა შეფასების საგანი გამხდარა, ვერავინ იტყვის იმას, რომ ფარულობა არღვევს რაიმე პრინციპს ან კონსტიტუციურობის პრინციპს, აქ საუბარია იმაზე, რომ თუ არის რესურსი კიდევ უფრო შევჯერდეთ და დავაახლოვოთ პოზიციები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გავითვალისწინოთ, სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებას და მთელი რიგი საკითხების დაზუსტებას ემსახურება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. მესამე მოსმენით კი პროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები შეიძლება შევიდეს.

ორი მოსმენით მხარდაჭერილი ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების ახალი სტანდარტები დგინდება. იცვლება კენჭისყრის ფარულობასთან დაკავშირებული საკითხიც. კერძოდ, კენჭისყრა ღია იქნება იუსტიციის საბჭოს ყველა წევრისთვის, ასევე აპლიკანტისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ის მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო