ჯანდაცვის სამინისტრო - კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეტყობინებები სპეციალური გაიდლაინით იმართება

კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეტყობინებები სპეციალური გაიდლაინით იმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 112-ში ვირუსთან დაკავშირებული ზარის დაფიქსირებისას, მოქალაქეს ოჯახის ექიმის სატელეფონო კონსულტაცია ეწევა.

ოჯახის ექიმები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებას - საჭიროა თუ არა მისი სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან გადამისამართება და ასევე, შესაძლებელია თუ არა მოქალაქის სახლის პირობებში მკურნალობა.

პირები, რომლებიც არ საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებასა და ჰოსპიტალიზაციას, ოჯახის ექიმების რეკომენდაციით, რჩებიან საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი ონლაინ კლინიკებისა და ოჯახის ექიმების მიერ ხორციელდება უწყვეტად, პერმანენტულ რეჟიმში.

მოქალაქეები, რომლებიც ოჯახის ექიმების მიერ ფასდებიან როგორც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირები, ავტომატურად მისამართდებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან, რომლის ეკიპაჟებიც შეუფერხებლად ემსახურებიან პაციენტებს და უზრუნველყოფენ მათ შესაბამის დაწესებულებებში ტრანსპორტირებას.

112-ში კოვიდ-19-თან დაკავშირებული ზარების ფილტრაცია მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო და ამ დრომდე ეფექტურად მიმდინარეობს. აღნიშნულმა სისტემამ მკვეთრად გააუმჯობესა კოვიდ-19-ის შემთხვევებზე მიზნობრივი რეაგირების ხარისხი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს