სოფლის მეურნეობის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მთავრობამ  სასურსათო პროდუქტების ფასის ზრდა კვლავ დაასუბსიდიროს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მთავრობამ სასურსათო პროდუქტების ფასის ზრდა კვლავ დააზღვიოს.

როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა დღის ნიუსრუმში, სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის ტენდენციაზე საუბრისას განაცხადა, მიმდინარეობს სიტუაციის მონიტორინგი და კრიტიკული საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, მთავრობას საბაზრო პროცესის დაბალანსება მოუხდეს.

„ვაკეთებთ ზუსტ შეფასებას სიტუაციის, მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში, რომ საჭიროებიდან გამომდინარე რეაგირება მოვახდინოთ. საიდანღაც ფული უნდა გამოინახოს, რესურსი ისევ გადასახადის გადამხდელების მიერ აკუმულირებული თანხების ამ მიმართულებით დახარჯვას გულისხმობს და მთავრობის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. თუ დავინახავთ კრიტიკულ საჭიროებას, შესაძლოა, ისეთი ინტერვენცია მოგვიწიოს, რომელიც ამ საბაზრო პროცესებს დააბალანსებს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების და სწორ დროს გადადგმა. ვნახოთ ლარის კურსიც როგორ წარიმართება, ძალიან დიდია საგარეო ფაქტორი, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ფაქტორებსაც. სიტუაციიდან გამომდინარე მოგვიწევს მოქმედება. ვფიქრობ, სახელმწიფო სრული პასუხისმგებლობით გააკეთებს რეაგირებას მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. შესაძლებლობიდან გამომდინარე რა თქმა უნდა, მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზაფხულზე, პანდემიის პირველი ეტაპის დროს, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამა ითვალისწინებდა იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს