ლევან დავითაშვილი - ვადასტურებ, რომ ყურძნის ჩაბარების დროს ფერმერებს რიგში დგომა უწევთ, თუმცა მთავარია, რომ ისინი ახერხებენ ჩაბარებას

ვადასტურებ, რომ ყურძნის ჩაბარების დროს ფერმერებს რიგში დგომა უწევთ, თუმცა ვერავინ დამისახელებს ვერცერთ წელს, როდესაც რიგის გარეშე ჩაუბარებიათ ყურძენი. მთავარია, რომ ისინი ახერხებენ ჩაბარებას, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მინისტრის თქმით, წელს საქართველოში ყურძნის ისტორიული მოსავალია.

„განსაკუთრებით დაზიანებული დარგი სოფლის მეურნეობის მიმართულებაში არის ალბათ, მეღვინეობა. ჩვენთვის ყველაზე დიდი ტკივილი იყო პანდემიიდან გამომდინარე ამ დარგის დაზიანება, ამიტომ საკმაოდ დიდი რესურსების მობილიზება მოხდა იმისთვის, რომ წელს რთველი საქართველოში ჩატარებულიყო ისე, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩენილიყო და ფერმერს მოეხერხებია თავისი შრომის ანაზღაურების მიღება. პროგნოზირებადია ყველაფერი, ფასებია დაჭერილი და საკმაოდ მაღალი ფასებია კოვიდიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ სულ არის რიგები, სწრაფად ივსება საწარმოები, ფაქტობრივად, ჩვენ მთელი მოცულობების დაკავება მოგვიწევს, რომ წლევანდელი რთველი ჩავატაროთ და ის ყურძენი, რომელიც საკმაოდ დიდი მოცულობისაა, ერთ-ერთი ისტორიული მოსავალია 2020 წელს, დავაბინაოთ ბოლომდე. საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ არცერთი კილოგრამი არ გადაიყრება და ყველაფრის ანაზღაურებას მიიღებს ფერმერი“, - განაცხადა მინისტრმა.

დავითაშვილმა განმარტა, რომ პანდემიიდან გამომდინარე ყველა ქვეყნის მეღვინეობის ინდუსტრია დაზიანდა და ამ მხრივ, საქართველოს მაქსიმალური შედეგები აქვს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს