ლევან დავითაშვილი - ილუზია არ გვაქვს, რომ 100%-ით ყველა კომპანია გადაურჩება კრიზისს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი კომპანია შექმნილი კრიზისის გამო გაკოტრდეს.

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ წამყვანის კითხვაზე, დგანან თუ არა სასურსათო პროდუქტების იმპორტიორი კომპანიები გაკოტრების წინაშე, მინისტრი აცხადებს, რომ „შესაძლებელია“.

„ბიზნესზე რა თქმა უნდა, არის წნეხი. სახელმწიფომ ძალიან თამამი ნაბიჯები გადადგა მთელი წლის განმავლობაში ბიზნესის დასახმარებლად. გადავდგით არაორდინალური ნაბიჯები და იმპორტიც კი დავასუბრსიდირეთ გარკვეულ პროდუქტებზე. ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ ძალიან მყისიერი იქნება ჩვენი ნაბიჯები.

ილუზია არ გვაქვს, რომ დღეს 100%-ით ყველა კომპანია გადაურჩება და გადაურჩა კრიზისს. ჩვენი დახმარების პაკეტი ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე იყო უპრეცედენტოდ მაღალი. ამან შედეგი მოგვცა, რომ დიდწილად შევინარჩუნეთ სექტორები და დარგები, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ინდივიდუალური კომპანიები კრიზისს ვერ გადაურჩნენ“, - განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო