ორგანიზაციამ ,,ამბრელა" პროექტი ,,ზრდის დროა" დაიწყო

ახალგაზრდული მუშაკების გაძლიერების მიზნით ორგანიზაცია ,,ამბრელამ" რეგიონებში მოქმედ ახალგაზრდულ ცენტრებთან ერთად ახალი პროექტი ,,ზრდის დროა" დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ამბრელა" პროექტის ,,ზრდის დროა" ფარგლებში, სოფელ მისაქციელში ახალგაზრდული მუშაკების გაძლიერების მიზნით 5 დღიანი ტრენინგ კურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მომუშავე 25-მდე მოქმედი და დამწყები ახალგაზრდული მუშაკი. ,,ამბრელას" ხელმძღვანელის სლავა მეჟდოიანის თქმით, აღნიშნული პროექტის მიზანია:

,,ახალგაზრდული ცენტრების განვითარების ხელშეწყობა, დემოკრატიული ჩართულობის ხარისხის ზრდისა და მათ საქმიანობაში ჩართული ახალგაზრდული მუშაკების კომპეტენციების გაძლიერების გზით - მისივე განმარტებით ახალგაზრდული მუშაკების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გაძლიერების და მათ მიერ ლოკალურ დონეზე გამოწვევების აღმოფხვრისთვის"

ტრენინგის მიმდინარეობისას ახალგაზრდულ მუშაკებს ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც კურსის მონაწილეებს სააგენტოს მიერ დაგეგმილი რეფორმის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

პროექტს ,,ზრდის დროა" ახორციელებს ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ამბრელა" და მასში ჩართულია საქართველოს რეგიონებში მოქმედი სხვადასხვა ახალგაზრდული ცენტრი და ორგანიზაცია: მცხეთის, (წეროვანი), ბორჯომის, ლაგოდეხის, მარნეულის (ალგეთი და წითელი სოფელი), თეთრიწყაროს, ყვარელის, კასპის, გარდაბნის (მარტყოფი) მუნიციპალიტეტებიდან.

პროექტი დაფინანსებულია ევროპის საბჭოს ევროპის ახალგაზრდული ფონდის მიერ. იგი ასევე გულისხმობს ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული ახალგაზრდული პორტფოლიოს თარგმნას და გავრცელებას. ახალგაზრდული პორტფოლიოს დაბეჭდვას და გავრცელებას მხარს უჭერს ახალგაზრდობის სააგენტო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს