ნინო ბურჯანაძე საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკე ვალვოს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ერთიანი საქართველოდან“ აცნობეს.

პარტიის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებულ წინასარჩევნო გარემო იყო. ელჩი განსაკუთრებით დაინტერესდა პარტია „ერთიანი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიით, თუ როგორ აფასებს ნინო ბურჯანაძე მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და რა არის მისი ძირითადი მესიჯი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანაში საარჩევნო გარემო უარესიც ყოფილა, თუმცა იდეალური მდგომარეობა არც დღესაა, რაც ჩრდილს აყენებს წინასაარჩევნო კამპანიას. მისი თქმით, ფიქსირდება დაშინების ფაქტები და ხალხის მასობრივი მოსყიდვა.

პარტია „ერთიანი საქართველოს ლიდერმა“ ასევე იმ შეხვედრებზე ისაუბრა, რომელსაც პერმანენტულად მართავს მოსახლეობასთან. ნინო ბურჯანაძის თქმით, ყველა მისი საარჩევნო ვიდეო-მასალა, ასევე სამომავლო აქტივობის გრაფიკი განთავსებულია „ერთიანი საქართველოს“ ვებ-გვერდზე. ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ საელჩოს წარმომადგენლები თვალ-ყურს მიადევნებენ მოსახლებასთან მისი შეხვედრების „ფეისბუქ-ლაივებს“.

იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს წარმატება უსურვა, თავის მხრივ ნინო ბურჯანაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და კეთილი სურვილებისთვის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს