საფრანგეთის საგარეო უწყება - უმთავრესი ამოცანაა სომხეთმა და აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტონ

საფრანგეთი უპირველეს ამოცანად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მიიჩნევს. ამისშესახებ საუბარია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრის დროს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უპირველესი ამოცანაა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მთიან ყარაბაღში და პროცესის დიალოგის რეჟიმში დაბრუნება.

„საფრანგეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, პარტნიორებთან - რუსეთთან და აშშ-თან ერთად, მხარეებთან მუდმივ კავშირში იმყოფება. საფრანგეთი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მხარეებს შორის აღდგეს დიალოგი და პოლიტიკური პროცესი. საფრანგეთი კვლავაც აცხადებს, რომ მომხრეა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“ , - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა