ნაზი ჯანეზაშვილი - "კლანის" მოსამართლეები ცდილობენ, გამაჩუმონ სისხლის სამართლის წესით

ცოტა უცნაურია იმაზე საუბარი, რომ ვიღაცის შესახებ კანონს ვიღებთ. ჯერ პროექტი არ არის წარმოდგენილი და რაზე გვედავებით?- ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ღიაობის პირობებში, იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან კენჭისყრის შედეგების გასაჯაროების სისხლის სამართლის სტანდარტით დარეგულირება, დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ოხანაშვილის თქმით, ჯერ არაა გაწერილი, როგორ იქნება აღნიშნული საკითხი შემოთავაზებული და რა სტანდარტები იქნება დადგენილი.

რაც შეეხება ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, ის ფიქრობს, რომ კანონში სისხლის სამართლებრივი სტანდარტის შეტანის იდეა იმიტომ გაჟღერდა, რომ ის „სასამართლოში არსებულ ძალიან სერიოზულ პრობლემებზე საუბრობს“.

„ვერ გავიზიარებ თქვენს კანონპროექტში მოცემულ სულისკვეთებას, რადგან ვკითხულობ ჩემს სახელსა და გვარს და მგონია, რომ ეს ყველაფერი იწერება იმიტომ, რომ ნაზი ჯანეზაშვილი გამოდის და საუბრობს სასამართლოში არსებულ ძალიან სერიოზულ პრობლემებზე. რომ ვერ გამაჩუმეს სხვა გზით - ჩხუბით, შეტევით, გუნდური დაპირისპირებით, ლანძღვით, ძალიან ბევრი შეურაცხყოფით, ე.წ. კლანმა ეს ვერ მოახერხა, თუმცა "კლანის" მოსამართლეები ცდილობენ, რომ მე გამაჩუმონ სისხლის სამართლის წესით, რაც ვფიქრობ, არანაირად არ შეესაბამება არც გამჭვირვალობას, არც დემოკრატიულ პრინციპებს და არც იმას, რომ სასამართლო სისტემაში ღირსეული მოსამართლეები მოვიდნენ. გაუგებარია საერთოდ, ამაში სისხლის სამართლის სტანდარტის შემოტანა“,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს