ნაზი ჯანეზაშვილი - გვრიტიშვილმა პირდაპირ თქვა - კანონპროექტის იდეა, რომელიც სისხლის სამართლებრივი სტანდარტის შემოტანას გულისხმობს, მომდინარეობს იქიდან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვარ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შესთავაზა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრის მხრიდან კენჭისყრის შედეგების გასაჯაროება სისხლის სამართლის სტანდარტით დარეგულირდეს.

ჯანეზაშვილის თქმით, ამის მიზეზად გვრიტიშვილი ჯანეზაშვილის საბჭოში ყოფნას ასახელებს. ნაზი ჯანეზაშვილი აპირებს აღნიშნულის თაობაზე ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნოს.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ იდეა, ამ კანონპროექტისა, რომელიც სისხლის სამართლებრივი სტანდარტის შემოტანას გულისხმობს, მომდინარეობს იქიდან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია ნაზი ჯანეზაშვილი, ანუ მე. გვრიტიშვილის არგუმენტი იყო სხდომაზე გაჟღერებული, რომ ის არის ამ საკითხის ინიციატორი და როგორც ჩანს, ამ იდეამ ასახვა ჰპოვა იმ კანონპროექტში, რომელზეც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოხდა მსჯელობა.

გავასაჯაროვებ ჩემი სოციალური ქსელის მეშვეობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვიდეო ჩანაწერს, სადაც დიმიტრი გვრიტიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ შესთავაზა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და საუბრობდა ანრი ოხანაშვილზე, მისი იდეა იყო და სწორედ იმიტომ შესთავაზა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვარ მე და არ მოსწონთ, რომ მე ვსაუბრობ ღიად იმ პრობლემებზე, რომელიც სისტემაშია“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს