გაეროს გენერალური მდივანი ილჰამ ალიევს ესაუბრა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტიერეშსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის საუბარი შედგა, რა დროსაც გენერალური მდივანი ილჰამ ალიევს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ ესაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია ეუთოს დამკვირვებლების კონფლიქტის ზონაში გამგზავრება.

მოგვიანებით იგეგმება მისი საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრთანაც.

ამავდროულად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვაგიფ დარგიახლი აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ გერანბოისკის რაიონში დასახლებული პუნქტების დაცხრილვას.

მისი ინფორმაციით, მოწინააღმდეგის მიერ დაცხრილულია ორი სოფელი. სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ნაგებობები სერიოზულად არ დაზიანებულა, სოფლის მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის.

დარგიახლის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ქვედანაყოფები მოწინააღმდეგის მიმართ იღებენ ადეკვატურ ზომებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო