გიგი წერეთელი - ნიკა მელიაზე თავდასხმა და ბოლნისის ინციდენტი გვაჩვენებს, რომ მიუღებელი წინასაარჩევნო პრაქტიკა გრძელდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი წერეთლის განცხადებით, ძალადობრივი კამპანია, მათ შორის, ნიკა მელიას და ბოლნისის შემთხვევა, ამყარებს არგუმენტს, რომ ხელისუფლებას აქვს შესაძლო წარუმატებლობის შიში და ცდილობს, რომ ამგვარი ქმედებებით დააშინოს პოლიტიკური ოპონენტები.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად აკვირდება ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო პროცესს და შეცდომები, შესაძელოა, ძვირად დაუჯდეს არა მარტო ხელისუფლებას, არამედ მთლიანად ქვეყანას.

„ძალადობრივი კამპანია, როგორიც იყო ნიკა მელიას და ბოლნისის შემთხვევა, ამყარებს არგუმენტს, რომ ხელისუფლება ირჩევს ამგვარ მეთოდებს, რაც, პირველ რიგში, მიანიშნებს შესაძლო წარუმატებლობის შიშზე, თუმცა, ამავდროულად, დიდ ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს. განცხადებები იმის თაობაზე, რომ მთავრობას სურს, საარჩევნო კამპანია ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად, ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვებია, რადგან ხელისუფლების მხრიდან უკვე დაწყებულია საჯარო მოხელეების მობილიზება და ხშირად არის ფაქტები არაკანონიერი ზეწოლისა, როგორიცაა პირადობის მოწმობების მოთხოვნა, რაც, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ის ცუდი პრაქტიკა, რომელიც, როგორც ჩანს, არ დასრულებულა, მხოლოდ ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში მიმდინარე არჩევნებს საერთაშორისო პარტნიორები აკვირდებიან და შეცდომები, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს არა მარტო ხელისუფლებას, არამედ მთლიანად ქვეყანას“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა