ეკა ქობესაშვილი - YouTube-ის არხის ჩანაწერების ჟურნალისტებისთვის ჩვენება ემსახურება მიზანს, საზოგადოებაში შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის ეკა ქობესაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ თამარ ბაჩალიაშვილის YouTube არხის ჩანაწერების ჟურნალისტებისთვის ჩვენება ემსახურება შემდეგ მიზანს, საზოგადოებაში შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

როგორც ეკა ქობესაშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან ერთად დღეს, ბაჩალიაშვილის საქმის სამ ტომს გაეცნო. ადვოკატი განმარტავს, რომ საქმეზე არანაირი სიახლე არ არის და სამივე ტომში მხოლოდ იმაზეა საუბარი, თუ რომელმა მოწმემ, რა სატელევიზიო კომენტარი გააკეთა.

„დღეს საქმის სამ ტომს სრულად გავეცანით. საქმის უმეტესი ნაწილი მოწმეთა ჩვენებებისგან შედგება. აქედან კი უმეტესი წილი არის მოწმეთა გამოკითხვა იმის თაობაზე, თუ ვინ, რა სატელევიზო კომენტარი გააკეთა, ტელევიზიით ჟურნალისტებს, რატომ უთხრა ეს ინფორმაცია და ა. შ. ანუ გამოძიებაში სრული ისტერია იყო, რატომ თანამშრომლობდნენ რესპონდენტები ჟურნალისტებთან, რა ინფორმაცია ჰქონდათ და რატომ ეუბნებოდნენ ამ თუ იმ ინფორმაციას. ამას კი, შემდეგ შესაბამისი ახსნები მოჰყვებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს მოწმეები ადვოკატის გარეშე გამოიკითხნენ. რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით, თუმცა ადვოკატის გარეშე. შთაბეჭდილება მრჩება, თავდაპირველად გამოძიება ხსნიდა იმას, რომ საზოგადოებაში არსებული განცდა, რაც მედიის მეშვეობით გავრცელდა და მოწმეთა მიერ დასახელდა, მაქსიმალურად გაექარწყლებინა. ანუ, ეს მოწმე, ამას რეალურად კი არ ამბობს, არამედ სხვა რაღაცას საუბრობს, ხოლო ჟურნალისტების მიერ ინფორმაციის დამახინჯება ხდება. საქმის სამ ტომს რომ გავეცანი მეტი წილი ამ ინფორმაციას მოიცავდა“, - განაცხადა ქობესაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო