გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს. სხდომაზე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც lefigaro წერს, სხდომა დღეს დახურულ ფორმატში გაიმართება.
შეგახსენებთ, 27 სექტემბრის შემდეგ მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.