სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - განადგურებულია მტრის 22 ტანკი, 10 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა და 370-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

სომხეთის მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო მდინარე არაქსის ხეობაში და თალიში-მატაგისის რაიონებში. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერ არცრუნ ჰოვანისიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე დროს, როგორც ჰოვანისიანმა აღნიშნა, ყარაბაღის თავდაცვის არმია წარმატებით იგერიებს მოწინააღმდეგის მხრიდან ყველა თავდასხმასა და თავდასხმის მცდელობას, რაც მათ მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მიმართულებით.

„ამ დროისთვის განადგურებულია მტრის 22 ტანკი და 10 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა. განადგურებულია 370-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. მტერს დიდი რაოდენობით ჰყავს დაჭრილები. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მტრის მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობა დაახლოებით 35% -ს შეადგენს“, - განაცხადა ჰოვანისიანმა.

ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბრის დილიდან კვლავ გამწვავდა. მხარეში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა