მთიანი ყარაბაღის ე.წ. არმიამ აზერბაიჯანის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ განაცხადა

მთიანი ყარაბაღის ე.წ. არმიამ აზერბაიჯანის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.

„ჩვენ უკვე შეგვიძლია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მარტუნის რაიონში მოწინააღმდეგის თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ“, - განაცხადა არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ვაგრამ პოღოსიანმა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის შუშან სტეპანიანის ინფორმაციით, არსებული ინფორმაციით, ჩამოგდებულია აზერბაიჯანული „ან-2“ ტიპის თვითმფრინავი.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის არტურ სარქისიანის ინფორმაციით, ესკალაციის დაწყებიდან ყარაბაღის 50 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 200-ზე მეტი მებრძოლი დაიჭრა კონფლიქტის ხაზზე.

„წინასწარი მონაცემებით, სომხეთის ქვედანაყოფმა ყარაბაღში 48 ადამიანი დაკარგა, 200-ზე მეტი კი დაჭრილია“, - განაცხადა სარქისიანმა ბრიფინგზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს