პრესსამსახური - ილჰამ ალიევმა გაეროს გენერალურ მდივანს განუცხადა, რომ კონფლიქტი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით უნდა დარეგულირდეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვიდეოკონფერენციის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტიერეშს განუცხადა, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული კონფლიქტი უნდა დარეგულირდეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით უნდა დარეგულირდეს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმების, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე, რომლებიც მოითხოვს სომხეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანას ოკუპირებული ტერიტორიიდან“, - განაცხადეს ალიევის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, 27 სექტემბრის შემდეგ მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა