შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მზად ვართ მივიღოთ ჩვენს ტერიტორიაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მაღალი რანგის შეხვედრა

შვეიცარია მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაჭრისკენ და მზად არის მიიღოს თავის ტერიტორიაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მაღალი რანგის შეხვედრა. ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ბერნში შეშფოთებას გამოხატავენ 27 სექტემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების ესკალაციის გამო და მხარეებს მოუწოდებენ, დაიცვან რეგიონალური სტაბილურობა და არ გამოიყენონ ძალა.

შვეიცარია ორივე მხარეს შეახსენებს, უნდა დაიცვან საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის კუთხით.

შვეიცარიის საგარეო უწყების აზრით, აუცილებელია უმოკლეს ვადებში განაახლონ საფუძვლიანი მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, რადგან საუბარია ერთადერთ გზაზე, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებამდე მიყვანა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა