აზერბაიჯანი ქვეყნის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

„სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ტყუილი და დეზინფორმაციია,“- განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგიაჰლიმ.

შეგახსენებთ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა წუხელ განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, ჩამოგდებულია აზერბაიჯანული „ან-2“ ტიპის თვითმფრინავი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა