გიორგი გახარია იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 29 სექტემბერს ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება, - ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას ბრიუსელში 29 სექტემბერს უმასპინძლებს, პრემიერთან ერთად ნატო-ს სათაო ოფისს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ეწვევა.

შეხვედრის შემდეგ მხარეების ერთობლივი განცხადებებიც არის დაგეგმილი, რომელიც ნატო-ს ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს