დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ სატელევიზიო დებატებს 30 სექტემბერს გამართავენ

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანოდატი ჯო ბაიდენი პირველ სატელევიზიო დებატებს 30 სექტემბერს გამართავენ. დებატები, რომლის ხანგრძლივობაც 90 წუთი იქნება, აშშ-ის ქალაქ კლაივლენდში გაიმართება.

როგორც ცნობილია, დებატების მთავარი თემები კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ანტირასისტული საპროტესტო აქციები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იქნება.

საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები ტელეკომპანია Fox News-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა და მას წამყვანი კრის უოლესი გაუძღვება.

დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის მეორე ტელედებატები 15 ოქტომბერს მაიამიში, ხოლო მესამე შეხვედრა 22 ოქტომბერს ნეშვილში გაიმართება.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა