სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები ინტენსიური ბრძოლის და ზარალის შესახებ იუწყებიან

სხვადასხვა ინტენსივობის ბრძოლები გრძელდება, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა.

„სომხურმა დანაყოფებმა აზერბაიჯანის ძალების შეტევა მოიგერიეს და საწინააღმდეგო ზომები მიიღეს, რითაც მოწინააღმდეგეს დიდი ზარალი მიაყენეს როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის მხრივ, კერძოდ, მათ ჯავშანტექნიკის შემტევი ჯგუფი გაანადგურეს,“- აღნიშნა სტეპანიანმა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით კი, ინტენსიური ბრძოლა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და სომხურ მხარეს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს.

„მტრის ერთი ტანკი, ერთი საბრძოლო მანქანა და 10 ჯარისკაცი, რომელიც ფუზული-ჯაბრაიის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობდა, საარტილერიო ცეცხლით განადგურდნენ. მტერმა დიდი ზარალი განიცადა“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს