რელიგიის საკითხთა სააგენტო, ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს მთავარანგელოზ მიქაელისა და ყველა ანგელოზთა დღესასწაულს ულოცავს

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს მთავარანგელოზ მიქაელისა და ყველა ანგელოზთა დღესასწაულს აღნიშნავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მთავარანგელოზ მიქაელისა და ყველა ანგელოზთა დღესასწაულს ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს.

„მიქაელ მთავარანგელოზის მიმართ თაყვანისცემა ოდითგან სიკეთის ბოროტებზე გამარჯვებასთან იყო დაკავშირებული. ხატებსა და ფრესკებზე მთავარანგელოზ მიქაელს გამოსახავენ, როგორც ყველა მტრული ძალის მძლეველს“, - ნათქვამია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს