სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აზერბაიჯანის დეზინფორმაციის მიზანია საბრძოლო მოქმედებების გეოგრაფიის გაფართოებისთვის ნიადაგის მომზადება

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტები დაუშინეს აზერბაიჯანის დაშკესანის რაიონს ვარდენის რაიონიდან.

„კატეგორიულად უარვყოფთ აზერბაიჯანის ამ ბრალდებას. ეს არის დეზინფორმაცია - სრული სიცრუე, რომლის მიზანია საბრძოლო მოქმედებების გეოგრაფიის გაფართოებისთვის ნიადაგის მომზადება, მათ შორის, განახორციელონ აგრესია სომხეთის წინააღმდეგ. უმკაცრესად ვგმობთ აზერბაიჯანის მცდელობას რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების შემდეგომი დესტაბილიზაციის შესახებ. მთელი პასუხისმგებლობა შედეგზე ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, - აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს