სერგი კაპანაძის განცხდებით, დღეს „ევროპული საქართველო“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არ დაასახელებს

“ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხდებით, დღეს პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არ დაასახელებს.

მისივე თქმით, მათთვის ეს მეორეხარისხოვანია.

“ევროპული საქართველოსთვის” ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ამ არჩევნებზე დამარცხდეს “ქართული ოცნება” და მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები. ჩვენ აბსოლუტურად მეორეხარისხოვნად მიგვაჩნია ისეთი საკითხები, როგორიცაა, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და აქედან გამომდინარე, არ ვასახელებთ პრემიერობის კანდიდატს. მეორეხარისხოვნად მიგვაჩნია სიის ათეული და ამიტომ ჩვენთან სია იქნება პირობითი. ეს ნიშნავს იმას, რომ სიაში გვარები არის პირობითად განაწილებული.

კონკრეტული ადამიანი იმის მიხედვით მოხვდება პარლამენტში, თუ რა შედეგს დადებს იმ ოლქში, რომელშიც არის მიმაგრებული. ეს არის შიდა კონკურენცია, ეს არის დემოკრატიული გზა, თუ როგორ უნდა განისაზღვროს სია”, - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო