სომხეთის სახალხო დამცველი - მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ოთხი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა

საბრძოლო ქმედებების დაწყებიდან მთიან ყარაბაღში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ სომხეთის სახალხო დამცველმა არმანა ტატოიანმა განაცხადა.

მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის ქვეშ არიან ქალები, ბავშვები და მოხუცები. მისი თქმით, დაღუპულებს შორის სწორედ ქალი, ბავშვი და მოხუცია.

ომბუდსმენის თქმით, ეს ადასტურებს, რომ აზერბაიჯანი წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს მშვიდობიან ობიექტებზე.

ტატოიანის ინფორმაციით, ათეულობით დაჭრილებს შორის ასევე არიან ქალები, ბავშვები და მოხუცები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა