ანგელა მერკელმა სომხეთს და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ტელეფონით სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ესაუბრა, რა დროსაც ქვეყნებს შორის კონფლიქტის გამწვავების საკითხზე ისაუბრეს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ფაშინიანთან საუბარი ორშაბათს შედგა, ალიევთან კი -სამშაბათს.

„კანცლერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი და მხარეები დაუბრუნდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას“, - განაცხადა ზაიბერტმა.

კანცლერის აზრით, ეუთოს მინსკის ჯგუფი შესაფერისი ფორუმია ასეთი მოლაპარაკებებისთვის.

მერკელმა ასევე განაცხადა, რომ მეზობელმა ქვეყნებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა