რომან გოცირიძე - ხელისუფლების ერთ-ერთი საფირმო ნიშანია ფიზიკური ზემოქმედება „ზონდერების“ მეშვეობით, მალე კრიმინალებიც გამოჩნდებიან

ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ნაცადი ხერხი გამოიყენოს არჩევნებში, რაც არაერთხელ გვინახავს წლების განმავლობაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. გოცირიძემ აღნიშნულის შესახებ ბოლნისის ინციდენტზე მმართველი გუნდის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ არ გაუკვირდება, თუ გლდანში მომხდარ ინციდენტშიც ოპოზიციას დაადანაშულებენ.

გოცირიძის განცხადებით ყველამ იცის ის, თუ რა მოხდა ბოლნისში და სამართლიანი არჩევნების ანგარიშიც მოწმობს, რომ მმართველი გუნდი ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს.

„ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ნაცადი ხერხი გამოიყენოს არჩევნებში, რაც არაერთხელ გვინახავს წლების განმავლობაში. ფიზიკური ზემოქმედება იყო ერთ- ერთი მათი საფირმო ნიშანი თავიანთი „ზონდერების“ მეშვეობით, მალე კრიმინალებიც გამოჩნდებიან. ვიდრე საარჩევნო უბნებთან ჩაიცუცქებიან, მეზობლებს აშინებენ და უბან-უბან დადიან. თუკი მსგავსმა შემთხვევებმა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე, ეს მძიმედ დასრულდება დღევანდელი მმართველი გუნდისთვის, ამას არც ხალხი აპატიებს და არც საერთაშორისო თანამეგობრობა. შეწყვიტონ საარჩევნო პროცესის დარღვევით წარმართვა - ეს არის ჩვენი მოწოდება“, - განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა