სალომე სამადაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტზე - ვერ ვხედავ, რა არის ახალი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში? ეს ყოველთვის იყო საქართველოს პოზიცია

ვერ ვხედავ, რა არის ახალი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში? ეს იყო ყოველთვის საქართველოს პოზიცია, - ასე ეხმიანება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ყარაბაღის საკითხზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

როგორც მან აღნიშნა, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ხელშეუხებელია.

"ჩვენი პოზიცია მთიანი ყარაბაღის თემაზე ყოველთვის იყო და იქნება იგივე, რაც არის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი არის ხელშეუხებელი," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით კონფლიქტი მალე შეწყდება.

„მინდა, რომ ორივე მეზობელს მშვიდობა ვუსურვო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ჩარევით ეს კონფლიქტი უახლოეს დღეებში შეწყდება და ვხედავთ, რომ ძალიან გააქტიურებულია საერთაშორისო დიპლომატია შესაბამისი მიმართულებით. ჩვენს ინტერესებშია რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა. შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან მძიმე ვითარების დასრულებას მშვიდობიანად შეძლებენ უახლოეს დღეებში. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია მოვუწოდოთ ორივე მხარეს, რომ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ," - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა