სტოლტენბერგი - მოგიწოდებთ სრულად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რადგან კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატოსთან - იმედი გვაქვს საქართველოში არჩევნები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება

საქართველო უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას. ამ მიმართულებით მოგიწოდებთ სრულად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რადგან კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატოსთან და მოემზადოთ წევრობისთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ის იმედოვნებს, რომ საქართველოს არჩევნებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებით ჩაატარებს.

„ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ ნატოს სათაო დაწესებულებაში. მე ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს სათაო დაწესებულებაში. ეს იმას ადასტურებს, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორეობა თქვენთვის და ჩვენთვის. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ უსაფრთხოების სფეროში და ბევრ სხვა მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის სწავლებებში ავღანეთის მისიაში. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიყოთ ამაყნი ამისთვის და თქვენც შეგიძლიათ ამაყობდეთ იმ წვლილის გამო, რომელიც შეგაქვთ ნატოს უსაფრთხოებაში, ნატოს მისიების წარმატებაში. ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. მოკავშირეები ვთანხმდებით, რომ კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ, ერთმანეთს გავუზიაროთ ავიატრასების, რადარების მონაცემები, ვითანამშრმლოთ ერთობლივი წვრთნების განმავლობაში შავი ზღვის რეგიონში.

ნატოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” რეგიონებს საქართველოს შემადგენლობაში და მივესლამებით იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია. თქვენი ქვეყანა უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას. ამ მიმართულებით მოგიწოდებთ სრულად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რადგან კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატოსთან და მოემზადოთ წევრობისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს საქართველოში არჩევნები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვის. დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის, შეხვედრისთვის და მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ. საქართველოს პარტნიორობა ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიაა“, - განაცხადა იენს სტონტელბერგმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო