აზერბაიჯანი - მთიან ყარაბაღში ცეცხლის გახსნის შედეგად 10 მშვიდობიანი პირი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მთიან ყარაბაღში ცეცხლის გახსნის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

უწყების ცნობით, დაღუპთა შორის, სკოლის ორი მოსწავლეა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილია 30 ადამიანი.

ამ საკითხზე განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

„ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დანაკარგები, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. სამწუხაროდ, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება. მოკლულია 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის, ერთი ოჯახის ხუთი წევრი, მათგან ორი ბავშვია“, - განაცხადა ალიევმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა