რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 8 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 167 805 -ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 160 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი, საერთო ჯამში, 20 545-მდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 952 399 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.