იენს სტოლტენბერგი - უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში

უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობას და დემოკრატიულ ზედამხედველობას უსაფრთხოების ორგანოების ნაწილში.

„საქართველო ახლაც გადის წინსვლას და მივესალმებით კიდევ უფრო მეტ აქცენტს რეფორმებზე. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ შეხვედრის დროს. კარგი ის არის, რომ ვხედავთ საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, ვიდრე ადრე და როგორც ვახსენეთ, უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში. ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად. ახლახანს აქცენტი გავაკეთეთ შავი ზღვის რეგიონზე, საზღვაო პოტენციალის განვითარებაზე, საზღვაო ძალების გაძლიერებაზე, ნატო-ს და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მხარდაჭერაზე და ასევე, სასაზღვრო ძალების გაძლიერებაზე. ასევე ვაღიარებთ და შეხვედრისას ვახსენეთ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი საქართველოსთვის, ნატო-სთვის და ნატო-ს მოკავშირეებისთვის. ამიტომ, მივესალმებით ყველაფერს, რასაც ერთად გავაკეთებთ ამ მიმართულებით.

ჩვენ ახლა განვიხილავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით, რა ელემენტები დავუმატოთ ჩვენს თანამშრომლობას და ეს გულისხმობს, ავიამიმოსვლის მონაცემების გაცვლას. ჩვენ უნდა გავცვალოთ ინფორმაცია ავიატრაფიკის შესახებ. ეს საქართველოსთვისაც კარგი იქნება და ნატო-ს წევრებისთვისაც. ზოგადად, მომავალში, ამას ექნება არსებითი მიმართულება რუსეთთან მიმართებით.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ვმუშაობთ არსებითი პაკეტის განახლებაზე. ამდენად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მადლობელი ვართ საქართველოსი ავღანეთში ჩვენი მისიის ფარგლებში ძლიერი ერთგულებისთვის.

მივესალმებით მჭიდრო თანამშრომლობას, გვიხარია ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას და ამ მიმართულებით სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოლოდინში ვართ,“ - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო