ეკა ბესელია - როდესაც გაქვს შანსი რეალობა შეცვალო და ამ შანსს არ იყენებ, ეს არის უპატიებელი შეცდომა, ამით ასრულებს სამწუხაროდ, ეს პარლამენტი მუშაობას

როდესაც გაქვს შანსი რეალობა შეცვალო და ამ შანსს არ იყენებ, ეს არის უპატიებელი შეცდომა. ამით ასრულებს სამწუხაროდ, ეს პარლამენტი მუშაობას, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბესელიამ ყურადღება მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ მაინც მოუხდა უკან დახევა და ახლა აიძულებენ მიიღონ გაცილებით უკეთესი ცვლილებები.

„გულისწყვეტა ნამდვილად მაქვს იმ გაშვებული შანსის გამო, რომელიც ჰქონდა ამ პარლამენტს. ჰქონდა მართლაც უნიკალური შანსი, რომ ბოლომდე მიეყვანა მთავარი რეფორმა, რომელიც განსაზღვრავდა ქვეყანში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტს. ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა. რა სიმბოლურია მართლაც და როგორი ბედისწერაა, რომ ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სამუშაო კვირას ზუსტად ის კანონპროექტია მესამე მოსმენით დღის წესრიგში, რომლის გამოც პრაქტიკულად მოხდა ისეთი მძიმე პოლიტიკური პროცესი, მძიმე შეცდომები მმართველი პარტიის მხრიდან, რამაც არა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაშალა პარლამენტში, არამედ, მთლიანად დააშორა იდექართული ოცნება. მოსამართლეების არჩევის თემა, რომელზეც ორი წლის განმავლობაში მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა გესაუბრებოდით, რომ არ შეიძლებოდა იმ ცვლილებების მიღება და იმ არჩევანის გაკეთება, რაც თქვენ გააკეთეთ, იმ იდეის და ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ, ვინც ბევრი იბრძოლა თავისუფლებისთვის. პარლამენტის მუშაობის დასასრულს იძულების წესით და არა თქვენი სურვილით გაიძულებენ მიიღოთ გაცილებით უკეთესი ცვლილებები, ვიდრე ეს გააკეთეთ თქვენ მაშინ, როდესაც ძალიან ცუდ კანონს უყარეთ კენჭი. ბოლოს მაინც მოგიხდათ უკან დახევა. ეს არის გაშვებული შანსი, როდესაც ბოლომდე შეგვეძლო რეფორმა მიგვეყვანა და სხვა ყველა რეფორმა ამაზე იყო დამოკიდებული, მათ შორის ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა. ვერავითარი სიდუხჭირე ვერ დაიძლევა და ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება, როდესაც გყავს სასამართლო, რომელიც თავისუფალი არ არის, ინვესტორს ყოველთვის ეშინია აქ რესურსი ჩადოს. როდესაც გაქვს შანსი რეალობა შეცვალო და ამ შანსს არ იყენებ, ეს არის უპატიებელი შეცდომა. ამით ასრულებს სამწუხაროდ, ეს პარლამენტი მუშაობას. ეს ცვლილებები უკან დადევნებული ლამპარივითაა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი ალბათ, არის მწარე გაკვეთილი ყველა ადამიანისთვის, ვინც სამართლიანობის, თავისუფლების ერთგული დარჩა, ვინც უნდა შექმნას უკეთესი რეალობა ხვალ. მჯერა, ის, რაც თქვენ არ გააკეთეთ, გაკეთდება მომავალში“, - განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო