„ლელო“ ინიციატივით გამოდის, მმართველი გუნდის წევრებისთვის საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს

პოლიტიკურმა მოძრაობამ „ლელო საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის წევრებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობის მიღება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტში „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა ლევან კობერიძემ და კახა კოჟორიძემ გააკეთეს.

„მინდა გაგაცნოთ „ლელოს“ საკანონმდებლო ინიციატივა. მისი ინიცირება გახდა საჭირო, რადგან მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ რეალურად ვხედავთ, რომ მხოლოდ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას, პრაქტიკულად, არ იღებს მონაწილეობას არც ერთ სატელევიზიო დებატში,სადაც რეალურად უნდა ხდებოდეს დისკუსია იმისთვის, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა, მოსახლეობამ გაიგოს სხვადასხვა პარტიების შეხედულებები, მათ შორის მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და რეალურად გააკეთოს თავისი არჩევანი შემდეგ უკვე 2020 წლის 31 ოქტომბერს. კანონპროექტი ეხება ვალდებულებას, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები აუცილებლად უნდა მოვიდნენ საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში და იქ დაესწრონ დებატებს. არა მხოლოდ იყვნენ ცალკე ეთერში თავიანთ კომფორტულ ტელევიზიებში, არამედ მონაწილეობა მიიღონ დებატებში. ამასთან დაკავშირებით „ლელომ“ წარმოვადგინეთ ინიციატივა, რომელიც უკვე ჩაშვებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში პარლამენტში,“ - განაცხადა კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა