პოლონეთში მოზარდმა სამი მოსწავლე დანით დაჭრა

პოლონეთში ლიცეუმის მოსწავლე არასრულწლოვანი გოგო ლიცეუმის სამ მოსწავლეს დანით თავს დაესხა და მათ ჭრილობები მიაყენა. ამის შესახებ პოლონეთის ტელევიზია იუწყება.

შემთხვევა ქალაქ ზელენა-გურაში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, შემთხვევა, ადგილობრივი დროით, 9:00 საათზე მოხდა. 17 წლის მოსწავლემ დანით ჭრილობები მიაყენა იმავე სასწავლებლის სამ სხვა მოსწავლეს. ორ მათგანს ჭრილობა ზურგზე აქვთ მიყენებული, ერთს კი წარბზე.

პოლიციის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დამნაშავე დაკავებულია.

მომხდარი დეტალები და დანაშაულის მოტივი უცნობია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა